"ტიფლისის" მორიგი მშრალად შენახული კარი!

ყველა სიახლე
16 დეკემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის მეშვიდე ტურის შეხვედრაში „ტიფლისმა“ „ბათუმის სპორტულ ცენტრთან“ სამი უპასუხო გოლით (3-0) იმარჯვა. ჩატარებული ექვსი მატჩიდან გუნდმა კარი მშრალად მესამედ შეინახა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. 

პირველი ტაიმი „ტიფლისმა“ მესამე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე გიორგი თოდუამ დუბლი შეასრულა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში დავით კაკუბავამ ოცდამერვე წუთზე დააფიქსირა.

ლიგა 3-ის ცხრილს კვლავ „ჯიპა“ ლიდერობს, „ტიფლისს“ ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და უშუალო კონკურენტს მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი თოდუა, ტიფლისი: „კარგი მეტოქე გვყავდა, კარგი ბიჭები არიან. წინა თამაში წავაგეთ და დღეს მაქსიმალურად მოვემზადეთ. გვინდოდა სამი ქულა რა თქმა უნდა. ვფიქრობ, დამაჯერებლად მოვიგეთ. უფრო დაძაბულ შეხვედრას ველოდით, მაგრამ მარტივი თამაში გამოვიდა. მთელი მატჩი ბურთს მთლიანად ჩვენ ვფლობდით. ეს წრე წარმატებულად ჩავატარეთ, მაგრამ იმ ერთი მარცხის გამო არ ვართ კმაყოფილები ბოლომდე. შვიდივე თამაშის მოგება გვსურდა. ვეცდებით შემდეგ შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეშვიდე ტურის დასკვნითი მატჩი გორის სპორტის სასახლეში 19 დეკემბერს „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024