"სტუდენტურ დერბიში" "თსუ 2"-მა EU-ს სძლია!

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2023

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მერვე ტურმა სტარტი „თსუ 2“-ისა და „ევროპის უნივერსიტეტის“ დაპირისპირებით აიღო. „სტუდენტური დერბი“ ამჯერადაც „თსუ“-ს სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით 3-1.

გეგა კოშაძემ „თსუ“ წინ მერვე წუთზე გაიყვანა. სხვაობა ორამდე საბა ეგრისელაშვილმა მალევე გაზარდა. ტაიმის  დასრულებამდე ბერიკა დოხნაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოო ანგარიში ოცდამეათე წუთზე ლუკა გაგნიძემ დააფიქსირა.

„თსუ 2“-ს მეორე წრეში კარგი სტარტი აქვს, „სტუდენტებმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „სეუ“ ეთამაშებიან.



  © SBM, 2016-2024