"ქუთათურებმა" შინ გამართულ მატჩში "UG" დაამარცხეს!

ყველა სიახლე
13 დეკემბერი 2023

ქუთაისის სპორტის სასახლეში ადგილობრივმა „ქუთაისი 2“-მა „საქართველოს უნივერსიტეტს“ უმასპინძლა და სამ მატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. „იმერლებმა“ მეტოქე საკუთარ კედლებში 4-1 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში მეორე მოგებაც შინ იზეიმეს.

„ქუთათურებმა“ მატჩის პირველი ნახევარი ბიქტორ გვერაძის მეშვიდე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში დავით მარგველაშვილმა და ლუკა გურეშიძემ უპირატესობა სამამდე გაზარდეს. ლექსო კვინიკაძემ ოცდამეთექვსმეტე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა, რის შემდეგაც საკუთარ კარში „სტუდენტებმა“ კიდევ ერთი გოლი გიორგი ხუნდაძისგან მიიღეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრები 15, 16 და 19 დეკემბერს თბილისსა და გორში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024