"თსუ 2"-მა "ილიაუნი 2"-თან მეორე შეხვედრაც მოიგო!

ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მერვე ტური სპორტ კომპლექს არენა 2-ში "თსუ 2"-ისა და "ილიაუნი 2"-ის პრინციპული "სტუდენტური დერბით" გაგრძელდა. მატჩი პირველივე წუთიდან "თსუ"-ს უპირატესობით წარიმართა და მეტოქე 4-1 დაამარცხა.

გუნდებს შორის მეორე წრეში გამართული დაპირისპირება კვლავ "თსუ 2"-ის გამარჯვებით დასრულდა, "ილიაუნი 2"-ს კი უკვე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. 

თამაშის სტარტზე "თსუ" წინ გეგა კოშაძემ გაიყვანა. მალევე სხვაობა ავტოგოლით ორ ბურთამდე გაიზარდა. ტაიმის დასრულებამდე "ილიაუნი"-მ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლო. გეგა კოშაძემ მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ ერთი გოლი გაუტანა და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ლიდერობა განიმტკიცა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის სხვა შეხვედრები 10 დეკემბერს თბილისში და 13 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024