TTC-პატრული 0:4. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
28 მაისი 2017

TTC-პატრული 0:4. მატჩის შემდგომი კომენტარები

კორპორატიული  თასის  ყველა  ნახევარფინალისტის  ვინაობა  ცნობილია. საპატრულო  პოლიციის  გუნდმა  ბოლო ¼ ფინალში   4:0 დაამარცხა  თბილისის  სატრანსპორტო  კომპანია   და  შემდეგი  ეტაპის  საგზური  მოიპოვა. 

ნახევარფინალურ  შეხვედრები  11  ივნისს გაიმართება  არმია - ევროპაბეთს  ხოლო   პატრული-სფფ 2-ს დაუპირისპირდება.    

Sbm.ge  გუნდების  ფეხბურთელებს  გაესაუბრა.

დავით  საღარაძე, თბილისის  სატრანსპორტო  კომპანია: „სამწუხაროდ  შესაბამისი განწყობის არ ქონის   გამო  დავთმეთ  ეს  შეხვედრა, ვერ  გამოვედით  საბრძოლველად, რასაც  დაემატა  ჩვენი  მხრიდან  დაშვებული  შეცდომები, მივიღეთ  გოლები და  მატჩის  შემოტრიალება  ვეღარ  მოვახერხეთ. კარგი გუნდია  პატრული, ძლიერი  გუნდია, შემთხვევით არ  მოუგია,  ჩვენს  გუნდს  დარჩენილი აქვს  შეხვედრა  ოქროს  ლიგაში, შევეცდებით  იქ  გამოვავალინოთ  , ჩვენი შესაძლებლობების  მაქსიმუმი და ვეცდებით ვიბრძოლოთ.“

ირაკლი ქარჩავა, პატრული: „დაძაბული შეხვედრა  იყო, თბილისის  სატრანსპორტო  კომპანია  ჩვენთვის  უხერხული  მეტოქეა, მიუხედავად  იმისა, რომ ძალიან  მოძრავი და  სწრაფი  გუნდია  მოვახერხეთ  შეხვედრის  მოგება.ვეცდებით  შემდეგ  ეტაპზე წარმატებით  ვიასპარეზოთ  და  ჩვენს  მეტოქესთან  ღირსეული შეხვედრა ჩავატაროთ.“ 



  © SBM, 2016-2024