ლიგა 2-ის მერვე ტურის გახსნით მატჩში "დინამო"-მ EU-სთან იმარჯვა!

ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2023

ლიგა 2-ის მერვე ტურის გახსნით მატჩში

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეორე წრემ სტარტი სპორტ კომპლექს არენა 2-ში "დინამო თბილისი"-სა და "ევროპის უნივერსიტეტი"-ს დაპირისპირებით აიღო. შეხვედრა "დინამოელთა" სასარგებლოდ 5-3 დასრულდა. 

მეცხრე წუთზე "ლურჯ-თეთრები" წინ გავიდნენ. ტაიმის ბოლომდე "სტუდენტებმა" წონასწორობა აღადგინეს, თუმცა არასრულ ნახევარ წუთში ორი გოლი მიიღეს და მეორე ნახევარს ორბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. "დინამო"-მ უპირატესობა სამამდე ოცდამეექვსე წუთზე გაზარდა, რის შემდეგაც მეტოქემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (4-3). ბოლო წამებზე დათო ხუბუტიამ აქტივში ორ საგოლე გადაცემასთან ერთად დუბლიც მიითვალა და "დინამო"-ს სასარგებლოდ საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 

"ევროპის უნივერსიტეტის" მხრიდან ორი გოლი ბერიკა დოხნაძის სახელზეა. 

ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის სხვა შეხვედრები 10 დეკემბერს თბილისში და 13 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024