ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონი იწყება!
ყველა სიახლე9 დეკემბერს, სპორტ კომპლექს არენა 2-ში, ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონი აიღებს სტარტს.
17 წლამდელთა შორის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფუტსალში, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდითა და სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართება.
სადებიუტო გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს: „სასკოლო ლიგის აკადემია“, „გრანდ ავლაბარი“, „ხაშურის N9 საჯარო სკოლა“, „ლოგოსი“, „პირველი სკოლა“, „კომაროვი“, „ბაქსვუდი“, „ბეტისის აკადემია“.
ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონი ერთ წრედ გაიმართება და პლეი-ოფში ასპარეზობას ყველა გუნდი გააგრძელებს. ¼ ფინალური და ½ ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს. ფინალში გუნდები ერთმანეთს 3 მოგებამდე დაუპირისპირდებიან. ბრინჯაოს მფლობელი ერთ შეხვედრაში გადაწყდება.