"გორელებმა" შინ გამართულ შეხვედრაში "EU" დაამარცხეს!

ყველა სიახლე
05 დეკემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონში პირველი წრე გორის სპორტის სასახლეში ადგილობრივი „გორი“-სა და „ევროპის უნივერსიტეტის“ დაპირისპირებით დასრულდა.

„გორელებმა“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს, ანგარიშით 7-2 და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. მეოთხე წუთზე „გორი“ ავტოგოლით დაწინაურდა. „სტუდენტებმა“ წონასწორობა ვახტანგ კუსიანის გოლით აღადგინეს. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე „გორი“ კვლავ წინ გავიდა და თამაშის ბოლომდე სხვაობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლით და საგოლე გადაცემით გიორგი მჭედლიშვილი გამოირჩა.

პირველი წრის შემდეგ ფუტსალის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში  „სეუ“ 17 ქულით, მარცხის გარეშე, ლიდერობს. მას ერთი ქულით „თსუ 2“ ჩამორჩება, მესამე ადგილს კი 15 ქულით „საქართველს უნივერსიტეტი“ იკავებს.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე წრე სტარტს 8 დეკემბერს სპორტ კომპლექს არენს 2-ში აიღებს.



  © SBM, 2016-2024