A ჯგუფში მარცხის გარეშე ასპარეზობას მხოლოდ „ენერგო-პრო“ აგრძელებს!

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2023

A ჯგუფში მარცხის გარეშე ასპარეზობას მხოლოდ „ენერგო-პრო“ აგრძელებს!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის დასკვნით მატჩში „ენერგო-პრო“ „კროკობეთს“ დაუპირისპირდა, 2-0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილს მარცხის გარეშე ლიდერობს. „ენერგეტიკოსებმა“ მეტოქეს ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანეს, კარი მშრალად შეინახეს და „ბუკმეიკერებს“ პირველი ქულები დააკარგვინეს. გამარჯვებული გუნდიდან გოლით და საგოლე გადაცემით ილია თოლორდავა გამოირჩა.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გუნდმა „ბაქსვუდთან“ 4-1 იმარჯვა. TTC-მ პირველი ნახევარი მეტოქეს ორი უპასუხო გოლით მოუგო. ოცდამესამე წუთზე „ბაქსვუდმა“ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მალევე დიმიტრი დემურიშვილმა აქტივში დუბლი მიითვალა და ორბურთიანი სხვაობა კვლავ აღადგინა. საბოლოო ანგარიში ოცდამეოთხე წუთზე ბექა ბუსხრიკიძემ დააფიქსირა, რომელიც გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი ტურის შეხვედრები სპორტ კომპლექს არენა 2-ში 10 დეკემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024