"შსს"-მ "ნიკორა"-ს დაძაბულ მატჩში აჯობა!

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

„შსს“-სა და „ნიკორა“-ს მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ „ძალოვნებმა“ 4-3 იმარჯვეს. „შსს“ მეექვსე წუთზე დაწინაურდა. მალევე არასრულ ერთ წუთში შოთა უშარაულმა ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი „ნიკორა“ წინ გაიყვანა. ტაიმის დასრულებამდე „შსს“-მ მეტოქეს ორი გოლით უპასუხა და უპირატესობა დაიბრუნა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. გამარჯვებულთა რიგებიდან დუბლი რევაზ ინჯგიამ გაიფორმა.

ტურის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „საქართველოს ბანკი“ და „ჯორჯიან მანგანეზი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გოლის გარეშე მიმდინარეობდა. ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი GM-ის რიგებიდან დავით ქორიძემ ოცდამეჩვიდმეტე წუთზე გაიტანა და გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა (1-0).

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ქორიძე, GM: „ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა. დიდი ხნის განმავლობაში ნულით ნული იყო. საქართველოს ბანკიც და ჩვენც გამოცდილი გუნდები ვართ ორივე. შესაბამისად, თანაბარი ბრძოლა იყო. მეორე ტაიმში ვაჯობეთ და მოვახერხეთ გოლის გატანა. დაცვაში ძალიან აქტიურად და კარგად ვიდექით, შეტევაშიც ვასწრებდით გადასვლას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კომპანიას და თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ გუნდის ნაწილია“.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში A ჯგუფის მესამე ტურის დარჩენილი შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024