"ქართუ"-მ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა!

ყველა სიახლე
03 დეკემბერი 2023

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონის მორიგი შეხვედრები გრძელდება. B ჯგუფში მესამე ტურის დასკვნითი მატჩი „ბანკი ქართუ“-ს და „ფარვანა“-ს შორის გაიმართა.

„ქართუ“-მ მეტოქე კომფორტული უპირატესობით 5-1 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. „ბანკირებმა“ პირველ ტაიმში მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს. იაკობ გოგოლაძემ დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა. ორი ბურთით დაეხმარა გუნდს გამარჯვებაში ავთანდილ ბუიღლიშვილი. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე პრესტიჟის გოლი არტიომ ტონიანის სახელზეა.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში DHL-მა „ელპოზო“ მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. მატჩის პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით დასრულდა. ზაზა ფიფიამ გამარჯვების გოლი ოცდამეთხუთმეტე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024