"თსუ 2"-მა პრინციპული მეტოქე დაამარცხა!

ყველა სიახლე
02 დეკემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. მეშვიდე ტურის შეხვედრაში „თსუ 2“-მა „ქუთაისი 2“ 5-2 დაამარცხა და პირველი წრე მეორე პოზიციაზე დაასრულა.

საწყის ხუთ წუთში „სტუდენტები“ წინ ორი ბურთით გავიდნენ. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე „თსუ“-ს უპირატესობა ოთხბურთიანი გახდა. თამაშის დასრულებამდე „იმერლებმა“ ორი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლეს და მორიგი მარცხი იწვნიეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2: „პირველი წრე ჩვენთვის მშვენივრად დასრულდა. თავიდან ცოტანი ვიყავით და მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ნელ-ნელა დავიბრუნეთ შარშანდელი შემადგენლობა. ქუთაისი ბოლო ორ წელიწადში ჩვენთვის სულ პრინციპული მეტოქე იყო, პლეი-ოფის გადამწყვეტი თამაშები სულ მათთან გვქონდა. წელს შედარებით სუსტი გუნდი ჰყავთ, დარწმუნებული ვარ გაძლიერდებიან. დღევანდელი შეხვედრა არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ეს ანგარიშიდან ჩანს. რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ჰქონდა მეტოქეს და რომ გამოეყენებინათ უფრო დაძაბულობა იქნებოდა. საბოლოო ჯამში კარგი მატჩი იყო“.

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი წრის დასკვნითი მატჩი 5 დეკემბერს გორის სპორტის სასახლეში „გორსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024