მფკ ნატახტარი-სკ ჯვაროსნები 5:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
28 მაისი 2017

მფკ ნატახტარი-სკ ჯვაროსნები 5:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

სუპერლიგა A-  კიდევ  ერთი   ნახევარფინალისტის  ვინაობა  ცნობილია,  მფკ  ნატახტარმა  განმეორებით  შეხვედრაში 5:2 დაამარცხა სკ  ჯვაროსნები და  ნახევარფინალში ითამაშებს.  მომდევნო  ეტაპზე  ყველაზე  ტიტულოვანი  გუნდის  მეტოქე, სფფ-სა და  ტელეკომპანია  იმედის  გუნდების  დაპირისპირებაში გაირკვევა. რაც  შეეხება  მეორე  ნახევარფინალურ  წყვილს  სკ  პსპ   იუსტიციის  სამინისტროს  დანაშაულის  პრევენციის  ცენტრის  გუნდს დაუპირისპირდება.  

Sbm.ge  გუნდების  ფეხბურთელებს  გაესაუბრა

გიორგი სეფერთელაძე,  მფკ ნატახტარი:  „ტიტულისთვის  ბრძოლაში  საკმაოდ  რეალურია  ჩვენი შანსები ოქროს  ლიგაშიც  და  სუპერლიგაშიც და ამავდროულად  თასზეც.  იმედია  წელს  შარშანდელის  მსგავსად  ტიტულის  გარეშე  არ დავრჩებით. რაც შეეხება  დღევანდელ  მეტოქეს  მშვენიერი  გუნდია,  გამოცდილი  ბიჭები თამაშობენ, მაგრამ  დღეს ჩვენ  გავიმარჯვეთ.“

დათო თურმანიძე, სკ ჯვაროსნები: „ჩვენი  გუნდი  გამოცდილი  გუნდია, თუმცა  მეტოქე ძლიერი  გვყავდა, ჩვენზე  ბევრად  გამოცდილი.  იყო  მომენტები, როცა  ჩვენი  შეცდომები მათ გამოიყენეს. ამ  გუნდს  ვუსურვებ  წარმატებას. რაც  შეეხება  ჩვენს  ასპარეზობას   ჩემპიონატში,  თავიდანვე პრობლემებით დავიწყეთ, თუმცა  დიდი  გამართლებითა  და  მონდომებით  მოვედით  აქამდე.“



  © SBM, 2016-2024