"ბსსა"-მ სტუმრად გამართულ მატჩში UG2-ს სძლია!

ყველა სიახლე
02 დეკემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეექვსე ტური „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ისა და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ დაპირისპირებით გაგრძელდა. „ბსსა“-მ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 6-1 და ჩემპიონატის სამეულში ადგილს ინარჩუნებს.

პირველი ტაიმი „მეზღვაურებმა“ 3-1 მოიგეს. ოცდამეთვრამეტე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა. მატჩის უკანასკნელ ორ წუთში კი „აჭარლებმა“ მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს და სხვაობა სოლიდური გახადეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესოდ მეკარე, გიორგი სულაბერიძე, დასახელდა, რომელმაც მნიშვნელოვანი ბურთები მოიგერია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი სულაბერიძე, ბსსა: „ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. „UG“ კარგი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ ჩვენ ვაჯობეთ გუნდურობით. ვეცდებით დარჩენილ თამაშებშიც წარმატებული შედეგი დავაფიქსიროთ. ბევრს ვვარჯიშობთ, რომ კარგად შევთამაშდეთ. შეტევაში კარგი თამაშიც გამოგვივიდა, დაცვაშიც ასე თუ ისე, იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ მომავალში ვივარჯიშებთ და გამოვა ყველაფერი“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „ჯიპა“ და „ტიფლისი“ დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024