დაძაბულ ბრძოლაში "დინამო"-მ "ილიაუნი 2"-თან ქულა ბოლო წამებზე გადაარჩინა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი წრის დასკვნითმა, მეშვიდე, ტურმა აიღო სტარტი. გახსნით მატჩში ერთმანეთს „ილიაუნი 2“ და „დინამო“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 4-4 დასრულდა.
პირველი ტაიმი „დინამო“-მ ორი უპასუხო გოლით მოიგო. „ილიაუნი 2“-მა მეორე ნახევარში არასრულ ორ წუთში ანგარიში შემოატრიალა და წინ გავიდა. მალევე გიორგი კურტანიძემ აქტივში დუბლი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა (3-3). დარჩენილ დროში აკაკი გოგატიშვილმა მეორე გოლი გაიტანა და „სტუდენტები“ კვლავ დააწინაურა. თამაშის ბოლო წამებზე ლაშა-გიორგი ობოლაძის მეორე გოლით „დინამო“-მ ქულა შეინარჩუნა.
ამ შედეგით „დედაქალაქელებმა“ პირველ წრეში ლიდერობის შანსი დაკარგეს. პირველ ადგილის მფლობელი "საქართველოს უნივერსიტეტსა" და "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" მატჩის შემდგემ გაირკვევა.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტური 5 დეკემბერს გორის სპორტის სასახლეში დასრულდება.