"ბაზისბანკმა" "მთავარ არხს" ოთხი უპასუხო გოლით სძლია!

ყველა სიახლე
26 ნოემბერი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ბაზისბანკი“ „მთავარ არხს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ოთხი უპასუხო გოლით, 4-0, დაამარცხა.

„ბანკირები“ წინ მეორე წუთზევე გავიდნენ, ტაიმის ბოლოს კი უპირატესობა ორამდე გაზარდეს. მეორე ტაიმში „მთავარმა არხმა“ სხვაობის შემცირება ვერ შეძლო და საკუთარ კარში კიდევ ორი ბურთი მიიღო. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი პაპოშვილმა გაიფორმა. გოლი და ორი საგოლე გადაცემაა შოთა ბადალოვის ანგარიშზე.

ლიგის სხვა შეხვედრაში „შიშეჯამმა“ „სფეისი“ 3-2 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ „სფეისი“ ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, მაგრამ გიორგი გონაშვილმა და გიორგი მამაგულაშვილმა წონასწორობა აღადგინეს. ოცდამეცამეტე წუთზე თორნიკე ბახტაძემ დუბლი გაიფორმა და „შიშეჯამმა“ უპირატესობა საბოლოოდ დაიბრუნა.

დღეს სპორტ კომპლექს არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც „ლაქტალისი“ „e-team”-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024