დაძაბულ ბრძოლაში "უკრაინა"-მ "არმია"-სთან ანგარიში ბოლო წუთებზე გაათანაბრა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. დღე გრანდ ლიგის მეორე ტურის მატჩებით დაიწყო.
„არმია“ და „უკრაინა“ დაძაბულ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 5-5. მეხუთე წუთზე „უკრაინა“ ორი ბურთით იგებდა. „ძალოვნებმა“ წონასწორობის აღდგენა შეძლეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს მეტოქე კვლავ დაწინაურდა. მეორე ნახევარში უპირატესობა „არმია“-მ მოიპოვა და „უკრაინა“-მ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა. გუნდს ქულა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით კახაბერ გოგოხიამ შეუნარჩუნა, რომელმაც აქტივში მესამე გოლი მიითვალა.
ტურის გახსნით მატჩში „ელპოზო“-მ პირველი გამარჯვება „ინვესტორსაინთან“ მოიპოვა. „ინვესტორსაინი“ მეხუთე წუთზე ნიკა ხოჯაძის გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმში „ელპოზოს“ რიგებიდან გიორგი ჭანტურიამ წონასწორობა აღადგინა, თამაშის დასრულებამდე კი აკაკი ჩხიკვაძის და დავით საღარაძის გოლებით გუნდი წინ ორი ბურთით გავიდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დავით საღარაძე, ელპოზო: „სასიამოვნოა ასეთ სიტუაცია, ასეთ გარემოში და ამ ხალხთან ერთად თამაში. ძალიან დაძაბულია მაინც შეხვედრები, ნერვების თამაშია. ვაგებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ. ვეცდებით წარმატებულები ვიყოთ. პირველი სამი ქულა მოვიპოვეთ და სხვა მრავალი იქნება იმედია კიდევ“.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში დღეს საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ტურის მატჩებიც გაიმართება.