"აჭარლების" დაპირისპირებაში "ბსსა"-მ იმარჯვა!

ყველა სიახლე
23 ნოემბერი 2023

ბათუმის სპორტის სასახლემ ფუტსალის ლიგა 3-ის შეხვედრას პირველად უმასპინძლა. „ელ მანდარინო“-ში ერთმანეთს „ბათუმის სპორტული ცენტრი“ და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ დაუპირისპირდნენ.

მეხუთე ტურის გახსნითი შეხვედრა თავიდანვე „ბსსა“-ს უპირატესობით წარიმართა და „სტუდენტებმა“ დიდი ანგარიშით 11-1 მოიგეს.

მატჩის პირველი ნახევარი ხუთბურთიანი სხვაობით 6-1 დასრულდა. თამაშის ბოლომდე რაულ ჩიკიროვმა აქტივში ხუთი ბურთი მიითვალა და ლიგა 3-ის მიმდინარე სეზონში პირველი რე-პოკერი შეასრულა. დუბლი და სამი საგოლე გადაცემაა რეზო მალაყმაძის სახელზე. BSC-ის რიგებიდან კი პრესტიჟის გოლის ავტორი ლუკა ჩაქსელიანია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

რაულ ჩიკიროვი, ბსსა: „დღეს უმაღლესი ატმოსფერო იყო დარბაზში. გვინდოდა ბევრი ხალხი მოსულიყო, რადგან ბათუმში ორი გუნდი ვართ და ორივე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობთ. ორივეს გვინდა მივაღწიოთ წარმატებას. თავიდანვე კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმშივე ხუთბურთიანი სხვაობით ვასწრებდით მეტოქეს. აქ თამაში მაინც სულ სხვაა, ოჯახის წევრები და მთელი სამეგობრო რომ გვიყურებს დიდი მოტივაცია გვაქვს მოვიგოთ. თბილისში როცა ვთამაშობთ, ამხელა გზაზე ტყუილად არ ჩავდივართ და ვცდილობთ შედეგი დავდოთ. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეხუთე ტურის სხვა შეხვედრები თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში, 24 და 25 ნოემბერს გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024