სკ პსპ-GM ჭიათურა 5:1. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
28 მაისი 2017

სკ პსპ-GM ჭიათურა 5:1. მატჩის შემდგომი კომენტარები

დღეს, თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში  სუპერლიგის  1/4  ფინალური  ეტაპის  განმეორებით შეხვედრები  მიმიდინარეობს.   სუპერლიგა A-ში პირველი ნახევარფინალისტის  ვინაობა  გახდა  ცნობილი,  პსპ-მ  ჯორჯიან  მანგანეზ ჭიათურას  მეორე  შეხვედრაც  მოუგე   5:1  და  მომდევნო ეტაპზე  თამაშის  უფლება  მოიპოვა.  „ფარმაცევტებს“  წინა  შეხვედრაში მეტოქე  5:0 ყავდათ  დამარცხებული.

Sbm.ge  გუნდების  ფეხბურთელებს  გაესაუბრა

დავით შეყრილაძე, ჯორჯიან  მანგანეზ  ჭიათურა: „პსპ არის  ძალიან  კარგი გუნდი, კარგად  მომზადებული და  დაკომპლექტებული, ბევრად  მეტი შეუძლია  ჩვენს  გუნდთან  შედარებით,  ჩვენ  კიდევ  შევხდებით ერთმანეთს  თასის  გათამაშებაში და  შევეცდებით  რომ  უკეთესად მოვემზადოთ და  უკეთესი  წინააღმდეგობა  გავუწიოთ.“

ნიკოლოზ  კურტანიძე სკ პსპ: „თამაში საკმაოდ მძიმე  გამოდგა  პირველივე  წუთებიდან  , გაგვიჭირდა საგოლე  მომენტების  შექმნა, ჭიათურას გუნდს  ქონდა  რამდენიმე რეალური  შანსი გოლის  გატანის,  თუმცა  ჩვენმა  მეკარემ დამაჯერებლად  ითამაშა.  მეორე  ტაიმში ფიზიკურად დავჩაგრეთ  მოწინააღმდეგე  და  ამის ხარჯზე  გავიმარჯვეთ.  საკმაოდ  კარგად გვყავს  შესწავლილი  ჭიათურას გუნდი, რამდენჯერმე  შევხვდით,  ეხლაც  უნდა  ვითამაშოთ  თასის  1/4 ფინალში   და  ვთვლი, ამ მატჩში  წარმატების  მიღწევის  დიდი  შანსი  გვაქვს.“ 



  © SBM, 2016-2024