NS Studio-მ B ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მეორე ტურის დასკვნით მატჩში NS Studio „რუსთავის აზოტს“ დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩში „აზოტმა“ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ NS Studio-მ ოცდამეთოთხმეტე წუთზე გატანილი გოლით 3-2 იმარჯვა.
გამარჯვებული გუნდი შეხვედრაში პირველად მეექვსე წუთზე დაწინაურდა. წონასწორობის აღდგენის შემდეგ NS Studio-მ უპირატესობა მალევე დაიბრუნა და ტაიმი 2-1 მოიგო. ოცდამეთორმეტე წუთზე „რუსთავის აზოტმა“ ანგარიში მეორედ გაათანაბრა, მაგრამ გიორგი ივანიშვილის გოლმა გუნდს სამი ქულა მოუტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან ჭიტაძე, რუსთავის აზოტი: „საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოვიდა. დაძაბული თამაში იყო. გვქონდა შეცდომები. მომენტები ორივე გუნდმა შევქმენით. ვიტყოდი, რომ არ გაგვიმართლა. მეტოქეს ვულოცავ, კარგი ბიჭები არიან. მეორე ტაიმში დაღლა დაგვეტყო. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ და გამოვასწორებთ“.
გიორგი თოთლაძე, NS Studio: „ძალიან რთული თამაში იყო. რუსთავმა წინა წელსაც დაამტკიცა რომ კარგი გუნდია. ჩვენც მაქსიმალურად ვიბრძოლეთ. რამდენიმე ახალი მოთამაშე დავიმატეთ და ჯერ კიდევ შეთამაშებიც პროცესში ვართ. წარმატებები „რუსთავსაც“ და მადლობა გულშემატკივრებს. მეტო გამოცდილება გვაქვს და მომენტებიც უფრო შევქმენით, რითიც ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს. თანაბარი თამაში იყო და ალბათ დამაგვირგვინებელ ფაზაში ჩვენ ცოტა მეტად გაგვიმართლა“.
ტურის სხვა შეხვედრაში „ლიბერთი ბანკმა“ „ელპოზო“-სთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქე ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა (4-0). „ბანკირებმა“ მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ორ-ორი ბურთი გაუტანეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს. შეხვედრაში დუბლი ლაშა გურგენიძემ გაიფორმა.