„ჯორჯიან მანგანეზსა“ და „ბაქსვუდს“ შორის მატჩი ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
19 ნოემბერი 2023

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და „ბაქსვუდს“ შორის მატჩი ფრედ დასრულდა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფში „ჯორჯიან მანგანეზი“-სა და „ბაქსვუდი“-ს დაპირისპირებით გაგრძელდა.

დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში შიო ლეშკაშელმა მეთოთხმეტე წუთზე გახსნა და „ბაქსვუდმა“ ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგო. ოცდამეექვსე წუთზე GM-ის რიგებიდან წონასწორობა გიგა აფხაძემ აღადგინა, რის შემდეგაც გოლი აღარ გასულა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშთ 1-1.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

შიო ლეშკაშელი, ბაქსვუდი: „პირველ ტაიმში ყველაფერი როგორც გვინდოდა ისე წარიმართა. მეორე ტაიმში უკვე დაღლა შეგვეტყო და გაგვითანაბრეს. ბოლოს ძალიან დავიღალეთ და წინაც ვეღარ ვახერხებდით ნორმალურად ასვლას. რამდენიმე ახალი მოთამაშე ვართ გუნდში, არანაირი პრობლემა არ გვქონია შეწყობის და ისე ვარ თითქოს ორი სამი წელია მათთან ერთად ვთამაშობ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. დღეს ძალიან პატარა დეტალები დაგვაკლდა, რასაც ვფიქრობ რომ შემდეგში გამოვასწორებთ“.

გიგა აფხაძე, GM: „თავიდან ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ თამაშის მიმდინარეობისას ვირწმუნეთ ჩვენი ძალების და შევძელით ანგარიშის გათანაბრება. წინ გასვლაც შეგვეძლო, რაღაც მომენტები გვქონდა. საერთო ჯამში დაძაბული თამაში გამოვიდა. დღეს პირველ რიგში ფიზიკური მომზადება დაგვაკლდა და საშემსრულებლო ოსტატობა“.

დამაჯერებლად, 4-1 მოიგო „ავერსმა“ B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში „ფარვანა“-სთან. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ „ფარვანა“-მ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე „ფარმაცევტებმა“ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და საბოლოოდ სამი ქულა აიღეს. „ავერსი“-ს რიგებიდან დუბლი პაატა ლეჟავამ გაიფორმა.



  © SBM, 2016-2024