"ნიკორა"-მ წაგებული ტაიმის შემდეგ "ენერგო-პრო"-სთან ქულა აიღო!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს.
A ჯგუში ოქროს ლიგის მოქმედი ჩემპიონი „ნიკორა“ ვერცხლის ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულ „ენერგო-პრო“-ს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 4-4 დასრულდა. „ნიკორა“-მ ოცდამეთხუთმეტე წუთიდან თამაში 3-1-დან შემოატრიალა და წინ გავიდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე „ენერგეტიკოსებმა“ ქულის შენარჩუნება მოახერხეს. „ნიკორა“-ს რიგებიდან დუბლი და ორი საგოლე გადაცემა ნიკა ჯოლოხავას სახელზეა. ორ-ორი ბურთია „ენერგო-პრო“-დან ილია თოლორდავას და ლუკა გოგუაძის სახელზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკა ჯოლოხავა, ნიკორა: „სეზონი ახალი დაწყებულია და გუნდები ნელ-ნელ შევდივართ ფორმაში. ძალიან მაგარი და დაძაბული თამაში იყო. პირველ ტაიმში ჩვენი შეცდომების გამო ძალიან დასანანი გოლები გავუშვით და ორით ნული წავაგეთ. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, ძირითადად გამოვიყენეთ ეს მომენტები, მაგრამ ჩვენს კარშიც გავუშვით გოლები. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მისაღები შედეგია“.
ილია თოლორდავა, ენერგო-პრო: „თამაში ისეთი იყო, როგორიც ორი ჩემპიონი გუნდის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. თავიდან ჩვენი უპირატესობით დაიწყო, როგორც გვქონდა დაგეგმილი. მერე პატარა არეულობა იყო და ამან განაპირობა თამაშის მიმდინარეობა. რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და მეტოქემ მეორე ტაიმში გაგვასწრო. საბოლოოდ შედეგი ორივე გუნდმა დავიმსახურეთ“.
დღე B ჯგუფის მეორე ტურის გახსნითი მატჩით დაიწყო. „ქართუ“-მ „DHL“ კომფორტული უპირატესობით 6-2 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა და „ბანკირები“ წინ ორი ბურთით გავიდნენ. დავით აბეჩხრილშვილმა მეორე ნახევარში ერთწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და სხვაობა გაზარდა. DHL-მა მატჩის დასრულებამდე ორი გოლი გაქვითა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო და დამარცხდა. „ქართუ“-ს რიგებიდან ორი ბურთია ავთანდილ ბუიღლიშვილის სახელზეც.