"ილიაუნი 2"-სთვის "გორი" კვლავ უხერხულ მეტოქედ რჩება!

ყველა სიახლე
18 ნოემბერი 2023

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს „გორი“ და „ილიაუნი 2“ დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში „გორმა“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. ოცდამეოთხე წუთზე სხვაობა სამამდე იოსებ სამხარაძემ გაზარდა. მალევე ლაშა კურტანიძემ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ანგარიში მეტად აღარ შეცვლილა და „ილიაუნი“ 3-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში წრიული ეტაპის ორივე შეხვედრაშიც გამარჯვება "გორს" დარჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ანდრო ახალკაცი, გორი: „ვიშრომეთ და მაქსიმალურად მოვემზადეთ. წინა თამაშები ვერ წაგვივიდა, მაგრამ ყველანაირაც ვცდილობთ, რომ სატურნირო ცხრილში პოზიციები გავიუმჯობესოთ. უმაღლესში გვინდა ასვლა და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ილიაუნი წინა სეზონშიც კარგად გამოდიოდა. დღეს მათ მეტი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ უფრო გამოვიყენეთ ჩვენი შანსები“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის დასკვნითი მატჩი 22 ნოემბერს  ქუთაისის სპორტის სასახლეში „ქუთაისი 2“-სა და „სეუ“-ს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024