"დინამო"-მ "თსუ 2"-ს ცხრილში ლიდერობა დააკარგვინა!

ყველა სიახლე
18 ნოემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეექვსე ტური „დინამო“-სა და „თსუ 2“-ის დაპირისპირებით გაგრძელდა. დაძაბულ ბრძოლაში ლიგა 2-ის მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, ანგარიშით 3-1. „სტუდენტებს“ ქულები ლიგა 3-ის გამარჯვებულმა „დინამო“-მ დააკარგვინა.

შეხვედრის პირველი ტაიმი „დინამო“-მ დათო ხუბუტიას გოლით მოიგო, რომელმაც ოცდამეექვსე წუთზე დუბლი გაიფორმა. მეორე ნახევარი „თსუ“-მ თითქმის სრულად ხუთით შეტევაში გაატარა, რის შედეგადაც გეგა კოშაძემ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ ბოლო წუთზე ლაშა-გიორგი ობოლაძემ ცარიელ კარში საკუთარი ნახევრიდან გადაგზავნა ბურთი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ შედეგით „თსუ 2“-მა სატურნირო ცხრილში ქულები დაკარგა და „საქართველოს უნივერსიტეტმა“ ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გეგა კოშაძე, თსუ 2: „ცუდი მარცხი იყო ნამდვილად. ჩემი აზრით ბევრი რამე დავაკელით. თავიდანვე მქონდა მე პირადად ერთი ერთზე ორი მომენტი და ვერ გამოვიყენე. ვფრთხილობდით, რომ გოლი არ გაგვეშვა და ამან გამოიწვია პირველ ტაიმში ჩაკეტილი თამაში. უპირატესობით შეტევის დროსაც ბევრი შანსი გვქონდა და მათი გამოუყენებლობის გამო დავმარცხდით. ვეცდებით გამოვასწოროთ ეს შედეგი და კვლავ პირველ ადგილზე გადავიდეთ“.

ჯემალ კვირიკაშვილი, დინამო: „ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენ მეტოქისგან განსხვავებით გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები. ხუთით შეტევისას გუნდმა კარგად დაიცვა თავი და მადლობა ბიჭებს. ჩემპიონატში ოთხი-ხუთი გუნდი ერთი დონის ვართ თითქმის და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის მომდევნო მატჩში „ილიაუნი 2“ „გორს“ უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024