მეცხრე წამზე გატანილი "ჯიპა"-ს გოლი და დიდი სხვაობით მოგებული მატჩი!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის მატჩში „ჯიპა“ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“-ს დაუპირისპირდა, დიდი ანგარიშით 8-2 იმარჯვა და უდანაკარგოდ ასპარეზობას აგრძელებს.
„სტუდენტურ დერბიში“ ანგარიში მეცხრე წამზე თორნიკე ზოიძემ გახსნა და ლიგა 3-ის მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. ტაიმის ბოლომდე „ჯიპა“-მ მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. ოცდამეშვიდე წუთზე მიღებული წითელი ბარათის გამო „ბსსა“-მ კაცნაკლულად დარჩენილ მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში სატურნირო ცხრილის ლიდერმა ექვსბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო არა ერთი მოგერიებული ბურთით მეკარე, ლევან გიგოიძე, გახდა. დუბლი გაიფორმეს თორნიკე ზოიძემ, დაჩი საღარაძემ და ლუკა ვარძელაშვილმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ლევან გიგოიძე, ჯიპა: „თავიდან ცოტა ვნერვიულობდით, მაგრამ მალევე ვიპოვეთ ჩვენი თამაში. რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით დღეს იდეალურად ავსახეთ თამაშში. მაყურებელმაც ნახა, რომ ამ ტურში შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ყოველთვის კარგია სეზონში ახალი რეკორდის დამყარება. პირველი გოლი როცა მარტივად გადის ეს მუხტს აძლევს გუნდს და უფრო თავისუფლად ვთამაშობთ. თორნიკე გუნდის კაპიტანია და ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ჩვენთან. პირველი ტაიმი იდეალური იყო. მეორეში ხარვეზები გვქონდა, რის გამოც კაცი გაგვიგდეს და ორი გოლი მოჰყვა ამ შემთხვევას, მაგრამ მალევე დავლაგდით“.
ფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 22 ნოემბერს „აწსუ“-სა და „რუსთავს“ შორის გაიმართება.