ლიგა 3-ში "UG2"-ის მშრალი სერია "BSC"-სთან დასრულდა!

ყველა სიახლე
18 ნოემბერი 2023

ლიგა 3-ში

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხე ტური სპორტ კომპლექს არენა 2-ში „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ისა და „ბათუმის სპორტული ცენტრი“-ს დაპირისპირებით გაგრძელდა. UG2-მა მეტოქე 6-3 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საწყის ხუთ წუთში „სტუდენტები“ წინ ორი ბურთით გავიდნენ. ტაიმის ბოლომდე BSC-მ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ოცდამერვე წუთზე კი წონასწორობა აღადგინა. UG2-მა უპირატესობა მალევე დაიბრუნა და სხვაობაც კომფორტული გახადა.

გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი ლექსო კვინიკაძემ გაიფორმა. ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა მირიან შარაშენიძის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

მირიან შარაშენიძე, UG2: „თავიდანვე ძალიან ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. სამი ტური მოგება არ გვქონია და დრო იყო უკვე. ამ მომზადებამ და ვარჯიშმა შედეგი მოიტანა. დღეს ცოტა უიღბლობაც იყო, მაგრამ ვეცადეთ სიტუაცია გამოგვესწორებინა და ჩვენს სასიკეთოდ წაგვეყვანა ანგარიში. იმედია ეს მრავალი გამარჯვებების საწყისი იქნება. მეოთხე გოლზე ორბურთიანი უპირატესობა მოვიპოვეთ და ეს უკვე საკმარისი იყო იმისათვის, რომ ბოლო წუთებში თამაში არ შემოტრიალებულიყო და წაგვეგო“.

დღეს სპორტ კომპლექს არენა 2-ში ლიგა 3-ის მეოთხე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც „ჯიპა“ „ბსსა“-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024