UG-მ მორიგი გამარჯვება EU-სთან მოიპოვა!

ყველა სიახლე
17 ნოემბერი 2023

UG-მ მორიგი გამარჯვება EU-სთან მოიპოვა!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის თითო შეხვედრა გაიმართა.

ლიგა 2-ის მეექვსე ტურის გახსნით მატჩში „საქართველოს უნივერსიტეტმა“ „ევროპის უნივერსიტეტი“ 3-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიციები გაიმყარა.

შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. UG მესამე წუთზე მიქაელ იორამაშვილის ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა. სპარტაკ ლომიძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში ტაიმის მიწურულს ნოდარ მწითურმა დააფიქსირა.

ამ მოგებით UG-მ პირველ ადგილზე მყოფ „თსუ 2-ს“ ორი ქულით გადაუსწრო, რომელიც მეექვსე ტურში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

მეოთხე ტური დაიწყო ფუტსალის ლიგა 3-ში. „ტიფლისმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად „თბილისელებმა“ „რიწა“ დაამარცხეს, ანგარიშით 10-0 და სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ.

„ტიფლისი“ წინ საწყისი წუთებიდანვე გავიდა და მთელი თამაში სრულ უპირატესობას ფლობდა. „რიწა“-მ მეტოქეს პრესტიჟს გოლიც ვერ გაუტანა და სოლიდური ჩამორჩენით დათმო მატჩი. გამარჯვებული გუნდიდან კახი გოგოხია-ხატისკაცმა აქტივში დუბლთან ერთად ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ორი ბურთია ლაშა ჯიქიას სახელზე.

ფუტსალის ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის შეხვედრები 18 ნოემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024