V ტურის შემდეგ ლიგა 2-ის ლიდერად "თსუ 2" რჩება!

ყველა სიახლე
14 ნოემბერი 2023

V ტურის შემდეგ ლიგა 2-ის ლიდერად

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩი გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ადგილობრივი „გორი“ „თსუ 2“-ს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 8-3 დამარცხდა.

„სტუდენტებმა“ თამაში საწყისი წუთებიდანვე თავიანთი უპირატესობით წარმართეს. მატჩის პირველ ნახევარში მიღებულ სამ გოლს ომარ ცარიელაშვილმა მეთვრამეტე წუთზე უპასუხა. „გორელებმა“ მეორე ტაიმში ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს (4-3), მაგრამ „თსუ“-მ სხვაობა მალევე სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი გეგა კოშაძემ შეასრულა. ორი გოლია ალექსი ტკაჩოვის სახელზე.

სტუმრად მოპოვებული ქულებით „თსუ 2“-მა სატურნირო ცხრილში UG-ის მეხუთე ტურის ბოლოს გადაასწრო და კვლავ ჩემპიონატის ლიდერია.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტური 17 და 18 ნოემბერს თბილისში, 22 ნოემბერს კი ქუთაისში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024