A ჯგუფის I ტურის დასკვნით მატჩში "კროკომ" "ბაქსვუდს" აჯობა!

ყველა სიახლე
12 ნოემბერი 2023

A ჯგუფის I ტურის დასკვნით მატჩში

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის პირველი ტურის დასკვნითი მატჩით დასრულდა. ერთმანეთს გასული სეზონის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი „კროკობეთი“ და „ბაქსვუდი“ დაუპირისპირდნენ.

სანახაობრივი შეხვედრაში „ბუკმეიკერებმა“ 5-2 იმარჯვეს. თამაშში ანგარიში მეთერთმეტე წუთზე „ბაქსვუდმა“ გახსნა. ტაიმის დასრულებამდე „კროკომ“ წონასწორობა აღადგინა და წინ გასვლაც შეძლო, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია.

პირველი ტური დასრულდა საკვალიფიკაციო ლიგაშიც. „E-Team”-მა „თბილავიამშენი“ დიდი ანგარიშით 11-1 დაამარცხა. მთელი თამაში E-Team-ის სრული დომინაციით წარიმართა. მეტოქემ პრესტიჟის გოლის გატანა თამაშის მიწურულს შეძლო. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი გიორგი ლუკავამ გაიფორმა, ორ-ორი ბურთია რევაზ ბუგიანიშვილის და გიორგი ბარათაშვილის სახელზე.

საკვალიფიკაციო ლიგის სხვა შეხვედრაში „ბაზისბანკმა“ „ლაქტალისს“ დაძაბულ შეხვედრაში 2-1 სძლია. პირველი ტაიმი „ლაქტალისმა“ ლევან გურგენიძის გოლით მოიგო. შოთა ბადალოვმა ოცდამესამე წუთზე წონასწორობა აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი გიორგი გოგავამ დააფიქსირა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრები 19 ნოემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024