"დინამოელებმა" "ქუთაისი 2"-თან ქულები მარტივად აიღეს!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეხუთე ტური „დინამო თბილისი“-ს დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. „დინამოელებმა“ სპორტ კომპლექს არენა 2-ში „ქუთაისი 2“-ს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 7-1 დაამარცხეს.

„დინამო“ შეხვედრაში სწრაფი გოლით დაწინაურდა და მეთორმეტე წუთზე ოთხბურთიანი სხვაობით იგებდა. მეორე ტაიმის სტარტზე „იმერლებმა“ პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც საკუთარ კარში კიდევ სამი მიიღეს.

გამარჯვებული გუნდიდან ოთხი გოლია დათო ხუბუტიას ანგარიშზე, დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩია ლაშა-გიორგი ობოლაძე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დათო ხუბუტია, დინამო: „კარგი თამაში გამოგვივიდა, მთელი კვირა ვემზადებოდით და შედეგიც სახეზეა. სწრაფი გოლი მნიშვნელოვანია ყოველთვის, შემდეგ ყველაფერი ჩვენი კარნახით წავიდა. მეტოქესთან შედარებით მეტად ვიბრძოლეთ, მომენტები შევქმენით და გამოვიყენეთ. წაგებული თამაშები გვაანალიზეთ და ფაქტია, რომ უკეთესები ვბრუნდებით“.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის შემდეგ შეხვედრაში „ევროპის უნივერსიტეტი“ „სეუ“-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024