"აწსუ"-მ "რიწა"-ს ოთხბურთიანი უპირატესობით სძლია!

ყველა სიახლე
10 ნოემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტურმა სტარტი თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში აიღო. ერთმანეთს „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „რიწა“ დაუპირისპირდნენ.

„აწსუ“-მ გასვლით მატჩში მოწინააღმდეგეს 5-1 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე გაიხსნა და „აწსუ“ დაწინაურდა. მეტოქემ ლუკა ბიბლაიას გოლით წონასწორობა მალევე აღადგინა, მაგრამ „რიწა“-მ ბალანსი ტაიმის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და „სტუდენტები“ წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. ოცდამეორე წუთზე ამირან ონიანმა აქტივში მეორე გოლიც მიითვალა, საბოლოო ანგარიში კი ვარლამ მარდალეიშვილმა დააფიქსირა.

გამარჯვებული გუნდიდან თითო გოლია გიორგი გიორგაძის და გურამ ბუხრაშვილის სახელზე.

ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ტურის სხვა შეხვედრაში „ტიფლისი“ UG 2”-ს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024