"ტიფლისმა" "აწსუ"-სთან დიდი სხვაობით იმარჯვა!

ყველა სიახლე
07 ნოემბერი 2023

ქუთაისის სპორტის სასახლეში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეორე ტურის დასკვნით მატჩში „ტიფლისს“ უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების სოლიდური უპირატესობით 12-4 დასრულდა.

საწყის ცხრა წუთში „აწსუ“ ორბურთიანი სხვაობით იგებდა (4-2). ტაიმის ბოლომდე „თბილისელებმა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს ცხრა უპასუხო გოლი გაუტანეს.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გურამ ნადარეიშვილმა, ლაშა ხარაიშვილმა და გიორგი თოდუამ გაიფორმეს.

მასპინძლების მხრიდან ორი გოლია გიორგი გიორგაძის სახელზე.

ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ტურის შეხვედრები 10 და 11 ნოემბერს თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024