"იმერლებმა" პირველი გამარჯვება საკუთარ კედლებში იზეიმეს!
ყველა სიახლექუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ადგილობრივი „ქუთაისი 2“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ დაუპირისპირდნენ.
„სტუდენტებმა“ შეხვედრაში ანგარიში სამჯერ გაათანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ „იმერლებმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულების აღება მაინც შეძლეს და მეტოქე 6-4 დაამარცხეს.
„ქუთაისი 2“ წინ მეთორმეტე წუთზე გავიდა. მალევე „EU“-მ წონასწორობა აღადგინა. ორმოცი წამის ინტერვალში მასპინძლები ორი ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ირაკლი გაბისკირიამ და ცოტნე ჩილაჩავამ ორივე ბურთი გაქვითეს. „ქუთაისი 2“ მეორე ნახევრის სტარტზე კვლავ დაწინაურდა. ვახტანგ კუსიანმა ანგარიში 4-4 გახადა, თუმცა დარჩენილ დროში „სტუდენტებმა“ საკუთარ კარში კიდევ ორი გოლი მიიღეს და 6-4 დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი ხუნდაძემ გაიფორმა.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის შეხვედრები 11 და 12 ნოემბერს თბილისში, 14 ნოემბერს კი გორში გაიმართება.