"დინამო"-მ "გორს" კომფორტული სხვაობით სძლია!

ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხე ტურმა სტარტი თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში აიღო. ერთმანეთს „გორი“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდნენ. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ „თბილისელებმა“ შეძლეს გამარჯვების მოპოვება და მეტოქე კომფორტული ანგარიშით 6-2 დაამარცხეს.

მეექვსე წუთზე „დინამო“ ავტოგოლით დაწინაურდა. მალევე გიგა ლაგაზაშვილმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ტაიმის დასრულებამდე ლექსო ნაზარაშვილმა ჩამორჩენა მინიმალური გახადა, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქე წინ დიდი ანგარიშით გავიდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით და ორი საგოლე გადაცემით ლაშა-გიორგი ობოლაძე გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „ყველანი მხნედ ვიყავით დღეს, წაგებული თამაშების შემდეგ თავი მაღლა ავწიეთ. შევეცდებით მოგებათა სერია გავაგრძელოთ. დაძაბულობა უფრო პირველ ტაიმში იყო, მეორე ტაიმში უპირატესობა ჩვენ გვქონდა. თამაშში გარდატეხა ორი ბურთით წინ გასვლამ გამოიწვია, რის შემდეგაც უფრო გაგვიმარტივდა. დღეს კონტრშეტევებზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული, სწრაფად გადავდიოდით შეტევაში, რაც დაგვეხმარა“.

დღეს სპორტკომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.



  © SBM, 2016-2024