SBM-მა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში განსაკუთრებული წვლილის მქონე პირები დააჯილდოვა

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2023

SBM-მა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში განსაკუთრებული წვლილის მქონე პირები დააჯილდოვა

1 ნოემბერს სასტუმრო „Radison Red”-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.

ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტულმა სააგენტო SBM-მა, განვლილი სეზონების საფუძველზე გუნდის წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნომინაციაში საუკეთესო მენეჯერი, შემდეგი პირები დააჯილდოვა:

ირაკლი ქარჩავა, „შსს“ - საპატრულო პოლიციის ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი.

„შსს“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აქამდე გამართულ ყველა სეზონში ასპარეზობდა. „ძალოვნებმა“ ამ დროის განმავლობაში მოიგეს ვერცხლის ლიგა, გახდნენ ოქროს ლიგის ორგზის გამარჯვებულები და ჩემპიონობა იზეიმეს სუპერლიგაში. ხუთჯერ ითამაშეს თასის ფინალში და აქედან ორჯერ თასის მფლობელებიც გახდნენ.

ქეთი გომართელი, „ნიკორა“ -  „ნიკორა ტრეიდი“-ს მარკეტინგის სამსახურის HR მაკრკეტერი (ჯილდო გადაეცა "ნიკორა"-ს წარმომადგენელს).

„ნიკორა“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე სეზონია თამაშობს და ჩემპიონობა სამ  სხვადასხვა ლიგაში ზედიზედ მოიპოვა - ოქროს ლიგა, ვრცხლის ლიგა, ბრინჯაოს ლიგა.

ალექსანდრე გარუჩავა, „ენერგო-პრო ჯორჯია“ - „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საინვესტიციო პროექტების კონტროლისა და IFS-ის ანალიტიკური განყოფილების უფროსი.

„ენერგეტიკოსებმა“ ექვსწლიანი ასპარეზობის შემდეგ გასულ სეზონში ჩემპიონობა პირველად იზეიმეს, „ენერგო-პრო“-მ თასი ვერცხლის ლიგაში აღმართა.

ზვიად კეჭაყმაძე, „რუსთავის აზოტი“ - რუსთავის აზოტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილების მთავარი მენეჯერი.

„რუსთავის აზოტმა“ ასპარეზობა 2021-2022 წწ. სეზონში საკვალიფიკაციო ლიგიდან დაიწყო და ტურნირის ფინალში ითამაშა, გასულ წელს კი ბრინჯაოს ლიგის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

მალხაზ მერლანი, პოლკოვნიკი, „არმია“ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე.

„არმია“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მეთერთმეტე სეზონის ათვლას დაიწყებს. „ძალოვნებმა“ სუპერლიგაში ოქროს და ვერცხლის მედლები თითოჯერ მოიპოვეს, ოქროს ლიგაში ჩემპიონობა ერთხელ, გრანდ ლიგაში კი ორჯერ იზეიმეს. ორი თასის ფინალიდან ერთი მათი გამარჯვებით დასრულდა.

ლიგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ბიზნესმენი მერაბ ბექაია, იურიდიული კომპანია მაკგილის მმართველი პარტნიორი რევაზ ბერიძე და ბაქსვუდის სკოლის დამფუძნებელი / დირექტორი ალექსანდრე ვაშაკიძე (ჯილდო გადაეცა "ბაქსვუდი"-ს წარმომადგენელს).

Sbm.ge გთავაზობთ სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-ს კომენტარს:

ზაალ ჩიტალაძე: „მეთექვსმეტე სეზონს ვიწყებთ, რაც ძალიან ამაღელვებელია ჩვენთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგამ გააერთიანა ორასამდე ორგანიზაცია კერძო და საჯარო სტრუქტურებიდან. გვიხარია და ბედნიერები ვართ თითოეულ მონაწილესთან ურთიერთობით, მათ გარეშე ეს ისტორია არ იარსებებდა. ერთგული პარტნიორების რიცხვიც სისტემატურად იზრდება და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით „GoSport”-ს, „ავერსს“, #sbmstore-ს, ლაქტალისს და ღვინის ბრენდ „ბოისა“-ს, რომლებმაც მეთექვსემეტე სეზონის პრეზენტაცია თავიანთი საჩუქრებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახადეს.

ჩვენი დიდი სურვილი იყო რაიმე ფორმით აღგვენიშნა იმ ადამიანების წვლილი, რომელთა ჩართულობა განვლილი სეზონების მანძილზე  გუნდის წარმატებაში განსაკუთრებული იყო და არა მხოლოდ გუნდის - მთლიანად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის. სწორედ ამიტომ, გამოვყავით მენეჯერები, კონკრეტული პირები, რომლებსაც სპორტული სააგენტო SBM-სგან სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

კიდევ ერთხელ მივესალმები დებიუტანტ გუნდებს და ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს, წლევანდელი სეზონიც გამორჩეული იქნება კორპორატიული სულისკვეთებით, სპორტული ჟინით და მეგობრობით, რადგან ეს ლიგა სწორედ ამას წარმოადგენს - მეგობრობას!“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთექვსმეტე სეზონი სტარტს 5 ნოემბერს აიღებს.

 

 

 

 

 

 



  © SBM, 2016-2024