"ჯიპა"-მ "რუსთავს" დიდი უპირატესობით სძლია!
ყველა სიახლე„ფუტსალის ლიგა 3“-ის პირველი ტური „ჯიპა“-სა და „რუსთავი“-ს უხვგოლიანი დაპირისპირებით გაგრძელდა. „სტუდენტებმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით 10-3 დაამარცხეს და ახალი სეზონი მარტივი გამარჯვებით დაიწყეს.
მეთოთხმეტე წუთამდე შეხვედრაში გოლი არ გასულა. ტაიმის ბოლომდე „ჯიპა“-მ ოთხბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, საიდანაც ერთი ბურთი საბა სომხიშვილმა გაქვითა. მეორე ნახევარში „სტუდენტებმა“ უპირატესობა სოლიდური გახადეს და საბოლოოდ მეტოქე კომფორტული სხვაობით დაამარცხეს. გუნდს გამარჯვებაში სამი გოლით დავით ბერაძე დაეხამარა, დუბლი გაიფორმა გიორგი ხუგაშვილმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ტარიელ თედიაშვილი, რუსთავი: „გუნდში ვართ გამოცდილი მოთამაშეები, მაგრამ ახლებიც დაგვემატნენ და ცოტა გვეტყობოდა შეუთამაშებლობა. ერთად ბევრი ვარჯიში ვერ ჩავატარეთ, რამაც ანგარიშზე იქონია გავლენა. თვითონ მატჩი სანახაობრივი იყო, ბევრი გოლი გავიდა. ჯიპა ჩვენთვის ნაცნობილი მეტოქეა, ასე თუ ისე, ტაქტიკებში და ფუტსალის ტექნიკებში გვჯობნის. გადამწყვეტი თამაშები პლეიოფში იქნება, ლიგა 2-ში გადასვლისთვის ვიბრძოლებთ“.
თორნიკე ზოიძე, ჯიპა: „ნამდვილად კარგი სტარტია სეზონის. თამაშის პირველ მონაკვეთს გამოვყოფდი, პირველი ხუთი წუთი ცოტა გვეტყობოდა, რომ გათამამება გვჭირდებოდა. შემდეგ უკვე შევძელით ჩვენი თამაში გვეჩვენებინა. ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი და კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ბედნიერი ვარ, გუნდს, მწვრთნელებს და ქომაგებს მადლობას ვუხდი. შარშან იყო მომენტები, როცა გვქონდა შესაძლებლობა ფინალში გვეთამაშა, წელს კი ჩვენი გეგმა მინიმუმი სწორედ ეს არის, შემდეგ კი ფინალში უძლიერესი გაიმარჯვებს, აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის“.
ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სათამაშო დღის დასკვნით მატჩში „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ „აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტს“ ეთამაშება.