"გორმა" შინ გამართულ მატჩში "ქუთაისი 2"-თან იმარჯვა!

ყველა სიახლე
27 ოქტომბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტური გორის სპორტის სასახლეში ადგილობრივი „გორისა“ და „ქუთაისი 2“-ის დაპირისპირებით დაიწყო.

დაძაბულ შეხვედრაში „გორელებმა“ მინიმალური სხვაობით 4-3 იმარჯვეს და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულები აიღეს.

მეხუთე წუთზე ანგარიში „გორმა“ გახსნა და ტაიმის დასრულებამდე უპირატესობა ორამდე გაზარდა. იმავე წუთზე „იმერლებმა“ ერთი გოლი გაქვითეს. თამაშის განახლების შემდეგ გიორგი ქურციკიძემ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. სამწუთიან ინტერვალში დავით მარგველაშვილმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. მიღებულ  გოლებს ლუკა მაყიშვილმა რამდენიმე წამში უპასუხა, აქტივში მეორე ბურთი მიითვალა და გორს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის სხვა შეხვედრები თბილისში, სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში 29 ოქტომბერს გაიმართება. „ილიაუნი 2“ „ევროპის უნივერსიტეტს“ დაუპირისპირდება, „დინამო თბილისი“ „საქართველოს უნივერსიტეტს“ ეთამაშება, დღის დასკვნით მატჩში კი „თსუ 2“ „სეუ“-ს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024