ნავსი გატეხილია - "სეუ"-მ "დინამო" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
22 ოქტომბერი 2023

ნავსი გატეხილია -

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს ლიგა 3-ის გასული სეზონის გამარჯვენული „დინამო“ და ვიცე-ჩემპიონი „სეუ“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში „სეუ“-მ 3-2 იმარჯვა და პრინციპული მეტოქე პირველად დაამარცხა.

შეხვედრის მესამე წუთზე ანგარიში „სტუდენტებმა“ გახსნეს. „თბილისელებმა“ წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლეს და ტაიმის დასრულებამდე წინ გავიდნენ. ოცდამეთოთხმეტე წუთზე „სეუ“-მ წითელი ბარათის გამო მეტოქის კაცნაკლულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ნიკა ბიძინაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და აქტივში დუბლი მიითვალა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „ემოციური თვალსაზრისით ძალიან კარგი თამაში იყო. ჯერ ყველაფერი წინაა, ყველა გადის პლეი ოფში და შემდეგ რა იქნება ვნახოთ. პირველად მოხდა რომ კაცი გაგვიგდეს, შევეცადეთ გოლი არ გაგვეშვა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ჩვენი მხრიდან ეს უნდა გამოსწორდეს. თანაბარი ბრძოლა იყო და ამ შემთხვევაში უკეთსმა გუნდმა გაიმარჯვა“.

ნიკა სიდამონიძე, სეუ: „ლიგა 3-ის ფინალებში ბიჭები კარგად ვერ ვიყავით მომზადებულები და ახლა უკვე ლიგა 2-ში ყველაფერი ცალსახად გამოჩნდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, პატივისცემა ჩვენს მეტოქე გუნდს. ფინალისთვის რევანშის აღება გვინდოდა, ბოლო წვეთამდე ბრძოლა გვქონდა გადაწყვეტილი. რაც შეეხება ამ თამაშს, დიდი გავლენა იქონია ჩვენმა მწვრთნელმა, ამირან ცხომარიამ. კაცგაგდებულზე თამაში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარა, სამნი იყვნენ და ვუტევდით, რამაც შედეგი გამოიღო და გავათანაბრეთ ანგარიში. საბოლოოდ ძლიერმა გაიმარჯვა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები 27 ოქტომბერს გორში და 29 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024