"UG"-მ მეორე ტურის შეხვედრაში "გორს" სძლია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურში „საქართველოს უნივერსიტეტი“ „გორს“ დაუპირისპირდა და 4-1 იმარჯვა.
სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში გმართული მატჩის პირველი ნახევარი UG-ის სასარგებლოდ 2-0 დასრულდა. „გორელების“ კარს მთელი თამაშის განმავლობაში უნივერსალი მოთამაშე იცავდა, თუმცა „სტუდენტებმა“ უპირატესობა მომდევნო ნახევარშიც მხოლოდ ორ ბურთში ასახეს და საპასუხო გოლიც მიიღეს. გუნდს გამარჯვებაში თითო გოლით ნოდარ მწითური, რამინ ბერაია, იასონ ხუნდაძე და ლუკა ელიზბარაშვილი დაეხმარნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნოდარ მწითური, UG: „გორი საკმაოდ ძლიერი გუნდია. მეკარის არ ყოლა უფრო მეტად უნდა გამოგვეყენებინა და შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა. პირველი ორი თამაშის მოგება ძალიან კარგია. ქუთაისი და გორი კარგი გუნდები არიან და მათთან გამარჯვება სასიხარულოა“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურის დასკვნით მატჩში „სეუ“ „დინამო“-ს ეთამაშება.