"თსუ 2"-მა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა!

ყველა სიახლე
22 ოქტომბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები თბილისში, სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში მიმდინარეობს. დღის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „ევროპის უნივერსიტეტი“ და „თსუ 2“ დაუპირისპირდნენ.

„სტუდენტური დერბის“ პირველი ნახევარი „თსუ“-ს სასარგებლოდ დასრულდა (2-1). მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბერიკა დოხნაძემ ერთბურთიანი ჩამორჩენა ოცდამესამე წუთზე აღადგინა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე გეგა კოშაძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში 4-2 დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბერიკა დოხნაძე, EU: „ჯერ კიდევ შეუთამაშებელი ვართ გუნდი. მთავარია, სწორ გზაზე ვდგავართ, ვარჯიშის შედეგად მომენტების რეალიზაციას მეტად შევძლებთ, რაშიც ვფიქრობ, რომ ცოტა მინუსი გვაქვს. დაღლა ორივე მხარეს შეგვეტყო, მაგრამ ჩვენი სათადარიგო შემადგენლობა უფრო ვრცელი იყო. ვფიქრობ, სტანდარტულებში ვაჯობეთ. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. პირველი ხუთი წუთი სულ გვიჭირს. უფრო დაძაბული თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო“.

გეგა კოშაძე, თსუ 2: „ჩემი აზრით, ძალიან დაძაბული თამაში იყო. თავიდან კარგად წაგვივიდა, წინ გავედით, შემდეგ ცოტა დაბნეულობა შეინიშნებოდა გუნდში და ორით ერთი ჩავამთავრეთ ტაიმი. მეორე ნახევარში უფრო მობილიზებულები გამოვედით დაცვის მხრივ, რამაც ჩვენ წარმატებაში დიდ როლი ითამაშა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა, ორი ერთზეც, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში კარგი შედეგი დავდეთ. წელს კარგი სტარტი გვაქვს. შემადგენლობაში სიმცირე შეინიშნება, მაგრამ ნელ-ნელა შევივსებით და უფრო გაძლიერებულები გამოვალთ შემდეგ თამაშებში“.

დღის განმავლობაში „არენა 2“-ში „საქართველოს უნივერსიტეტი“ „გორს“ ეთამაშება, ტურის დსკვნით მატჩში კი „დინამო“ „სეუ“-ს შეხვდება.



  © SBM, 2016-2024