ალექსანდრე იაშვილი:"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"
ყველა სიახლედღესვე, კორპორატიული თასის ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდი შემოსავლების სამსახურს დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა, გამარჯვებულთა რიგებში ორ- ორი გოლით დავით სირაძე და და ალექსანდრე იაშვილი გამოირჩნენ. მომდევნო ეტაპზე სფფ-ს მეტოქე GWP იქნება კორპორატიული თასის ¼ ფინალური შეხვედრები კვირას 28 მაისს გაიმართება.
დავით მეკოკიშვილი - RS: „საკმაოდ მძიმე ბრძოლა იყო, რთული იყო მათთან თამაში, რადგან ძველი ფეხბურთელები არიან გამოცდილებაც მეტი აქვთ და ამ გამოცდილების ხარჯზე დაგვამარცხეს, ვუსურვებ წარმატებებს. ვეცდებით რომ წარმატებას ვერცხლის ლიგაზე მივაღწიოთ.
ალექსანდრე იაშვილი სფფ: „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში უკვე მესამე წელია ვთამაშობ, ფეხბურთში მნიშვნელოვანია სიამოვნების მიღება და მოგება, ვთამაშობ ყველა თამაშს რომ მოვიგო, წინა თამაში წავაგეთ, ეს მოგება კი მნიშვნელოვანი იყო.
დღეს, არასრული შემადგენლობით ვითამაშეთ, ბიჭები მობილიზებულები არიან ყველას უნდა მოგება და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დაძაბულ და საინტერესო თამაშში გავიმარჯვეთ. მე პირადად მინი ფეხბურთი ძალიან მიყვარს ბავშვობიდან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ სპორტში, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ფუტსალი განვითარდეს და დიდი გამარჯვებები ვიზეიმოთ.