ფუტსალის ლიგა 3 სტარტს 28 ოქტომბერს აიღებს!

ყველა სიახლე
09 ოქტომბერი 2023

ფუტსალის ლიგა 3 სტარტს 28 ოქტომბერს აიღებს!

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023-24 წწ. სეზონი სტარტს 28 ოქტომბერს აიღებს. გათამაშებაში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონატს სამი დებიუტანტი გუნდი შემოუერთდა - „ბათუმის სპორტული ცენტრი (BSC)“, „ტიფლისი“, „რიწა“. „UG 2“, „ჯიპა“ და „რუსთავი“ ლიგა 3-ის მოსაგებად კვლავ იბრძოლებენ. ჩემპიონატს ასევე შემოუერთდნენ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ და „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, რომლებიც გასულ სეზონებში ფუტსალის ლიგა 2-ში ასპარეზობდნენ.

წილისყრის შედეგად გუნდები სატურნირო ცხრილში გადანაწილდნენ და პირველი ტურის წყვილები გამოვლინდნენ: "აწსუ" VS "UG 2", "ტიფლისი" VS "ბსსა", "რიწა" VS "BSC", "რუსთავი" VS "ჯიპა".

წრიული ეტაპის შემდეგ ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით გუნდები მეოთხედფინალურ ბრძოლაში ჩაებმებიან (I-VIII, II-VII, III-VI, IV-V) და ერთმანეთს ორ მოგებამდე დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური შეხვედრები და მესამე ადგილისთვის მატჩებიც ორ მოგებამდე გასტანს. ჩემპიონობისთვის და ლიგა 2-ის საგზურისთვის გუნდები სამ მოგებამდე ითამაშებენ.

ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი ტურის შეხვედრები 28 და 29 ოქტომბერს სპორტ კომპლექს არენა 2“-ში გაიმართება. ჩემპიონატს თბილისში „არენა 2“-ის გარდა „ქუთაისის სპორტის სასახლე“ და „ბათუმის სპორტის სასახლე“ უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024