ფუტსალის ლიგა 2-ის 2023-24 წწ. სეზონი იწყება!

ყველა სიახლე
09 ოქტომბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023-24 წწ. სეზონი იწყება!

ფუტსალის ლიგა 2-ის რიგით მეექვსე, 2023-24 წწ. სეზონი, სტარტს 14 ოქტომბერს აიღებს. გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონატს წელს ორი ახალი გუნდი, ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონის გამარჯვებული „დინამო“ და ვერცხლის პრიზიორი „სეუ“ შემოუერთდა.

წილისყრის შედეგად გუნდები სატურნირო ცხრილში გადანაწილდნენ და შედეგად პირველი ტურის წყვილები გამოვლინდნენ: "UG" VS "ქუთაისი 2", "გორი" VS "სეუ", "დინამო" VS "EU", "თსუ 2" VS "ილიაუნი 2".

რეგულარული სეზონის შემდეგ მეოთხედფინალები გაიმართება, წყვილში გამარჯვებულები ½ ფინალში კვალიფიცირდებიან. პლეი-ოფის მატჩები ორ მოგებამდე გაგრძელდება, ფინალური შეხვედრები კი სამ მოგებამდე გასტანს. მესამე ადგილისთვის გუნდები ორ მოგებამდე ითამაშებენ.

პირველი ტურის შეხვედრები 14 და 15 ოქტომბერს სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში გაიმართება. ჩემპიონატის სხვა შეხვედრები თბილისის გარდა, „გორის სპორტის სასახლეში“ და „ქუთაისის სპორტის სასახლეში“ გაიმართება.



  © SBM, 2016-2024