#15SBMLeague სუპერლიგაში "შსს"-ს გამარჯვებით დასრულდა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონი სუპერლიგაში „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს გუნდის გაჩემპიონებით დასრულდა.
„ძალოვნებმა“ ფინალურ შეხვედრაში „კროკობეთი“ პენალტების სერიაში 4-3 დაამარცხეს და სუპერლიგის თასს პირველად დაეუფლნენ.
დასკვნითი დაპირისპირება დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა ბევრი სახიფათო მომენტის მიუხედავად ძირითად დროში ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი ხუთწუთიანი ტაიმი დაინიშნა, რომელიც ასევე გოლის გარეშე დასრულდა. „შსს“-მ „საფეხბურთო ლატარეაში“ მეტოქეს აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.
სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დავით დარჩია დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დავით დარჩია, შსს: „დღეს ფინალი იყო და ველოდით ასეთ დაძაბულ თამაშს. მოწინააღმდეგეს ლამაზი და კარგი თამაშისთვის, ჩვენებს კი თავდადებული ბრძოლისთვის მადლობას მოვუხდი. რაც გვქონდა მიზნად დასახული, მივაღწიეთ. SBM-ს მადლობა წარმატებული ტურნირისთვის. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობაც უნდა გამოვარჩიო. მართლაც სანახაობრივი თამაში გამოდგა, რაზეც მეტყველებს ორი დამატებითი ტაიმი და პენალტები. პენალტები ლატარეაა და გამარჯვებულები ჩვენ დავრჩით. დღეს ძალიან ბედნიერი დღეა, ჩვენმა გუნდმა პირველად მოიგო სუპერლიგა. პირადი ჯილდოთი ასეთ აღიარებას არ ველოდებოდი, რომ არა ჩემი გუნდელები, ამ პრიზსაც ვერ მივიღებდი. ყველა გუნდს წარმატებებს ვუსურვებ“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მე-15 სეზონის სუპერლიგის ფინალით დასრულდა.