გრანდ ლიგის ჩემპიონი უცვლელია - "არმია"-მ ტიტული შეინარჩუნა!
ყველა სიახლეთავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ გრანდ ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
2022/23 წწ. სეზონის ფინალში „ძალოვნებმა“ „ბაქსვუდი“ 4-1 დაამარცხეს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დასკვნით მატჩში „არმია“-მ ანგარიში მეცამეტე წუთზე გახსნა. გოჩა ჯიქიამ დუბლით სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. თამაშის მიწურულს „ბაქსვუდმა“ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში კიდევ ერთი გოლი მიიღო და გრანდ ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ნადიმ კახაძე (არმია) დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნადიმ კახაძე, არმია: „ნამდვილად საინტერესო ტურნირია და მადლობა ამისთვის. ჩვენს ღირსეულ მეტოქეს, ბაქსვუდს, მინდა ასევე მადლობა გადავუხადო. ჩვენი თამაში ყოველთვის დაძაბული და საინტერესოა, ორმხრივი შეტევები მიდის სულ. როგორც ველოდით ფინალიც დაძაბული იყო. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიგეთ და მოხარული ვარ, რომ ტიტული დავიცავით. განსაკუთრებული გრძნობაა საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღება, მეორედ ვიღებ ამ ტიტულს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ სიხარულს.
ეს გამარჯვება ჩვენ მივუძღვენით ჩვენს მეგობარს, პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს, რომელიც ახლა სიკვდილს ებრძვის, იმედი გვაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენს გვერდით იქნება“.
გრანდ ლიგის ჩემპიონი უცვლელია, 2022/23 წწ. სეზონი კვლავ „არმია“-ს გამარჯვებით დასრულდა.