GWP-არმია 5:2. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლედღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოქროს ლიგის ლიგის ¼ ფინალის განმაეორებითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“ არმიას დაუპირისპირდა და დაძბულ ბრძოლაში 5:2 დაამარცხა. GWP-ის ფეხბურთელებს პირველ შეხვედრაშიც დამარცხებული ყავდა მეტოქე(3:2) და ნახევარფინალშიც სწორედ ისინი ითამაშებენ.
Sbm.ge გუნდების კაპიტნებს გაესაუბრა.
თენგიზ ჯანელიძე, არმია: „დებიუტანტი გუნდი ვართ, საერთო ჯამში პლეი-ოფში ვითამაშეთ, გვქონდა შანსი რომ მოგვეგო, თუმცა მაინც დადებითად შევაფასებ ჩვენს ასპარეზობას. იმედი გვაქვს, რომ თასზე დაგვრჩა თამაშები და იქ მოვახერხებთ ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას.“
ლაშა თურმანიძე, GWP: „ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ, მოძრავი გუნდია არმიაი უბრალოდ ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა, მეტად კარგად გამოვიყენეთ მომენტები და გავიმარჯვეთ. დაველოდებით მეტოქეს ვემზადებით, ძალიან გვინდა რომ წელს ფინალი ვითამაშოთ. და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.“
ოქროს ლიგის დანარჩენი განმეორებითი 1/4 ფინალური შეხვედრები 4 ივნისს გაიმართება. სერიაში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გაირკვევა.