"ნიკორა" ოქროს ლიგის გამარჯვებულია!
ყველა სიახლეოქროს ლიგის 2022/23 წწ. სეზონის გამარჯვებული „ნიკორა“ გახდა. ბრინჯაოს და ვერცხლის ლიგის მოგების შემდეგ „ნიკორა“-მ ზედიზედ მესამე ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალური მატჩი „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ საწყისი წუთებიდანვე „ნიკორა“-ს სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ სოლიდური ანგარიშით 10-0 დასრულდა. დასკვნით შეხვედრაში სამ-სამი გოლი ნიკა ჯოლოხავამ, გიორგი ღონღაძემ და შოთა უშარაულმა მიითვალეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნიკა ჯოლოხავა, ნიკორა: „მთლიანობაში ძალიან კარგი სეზონი გამოვიდა. მესამე წელია რაც წარმატებით ვასპარეზობთ. ნელ-ნელა ვუმატებთ, ეტაპობრივად - ბრინჯაო, ვერცხლი, ოქროს ჯერიც დადგა. წარმატებული სეზონი იყო. თამაშიდან-თამაშამდე ვუმატებდით, გვქონდა დანაკლისი, ფაქტობრივად, სათადარიგოს გარეშე ჩავატარეთ მთელი სეზონი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც დადგა. ფინალში პირველივე წუთიდან წაგვივიდა თამაში. ყველა მომენტი გამოვიყენეთ ფაქტობრივად, რაც კი შევქმენით და ამანაც იქონია გავლენა მოწინააღმდეგეზე. დამსახურებული ჩემპიონები გავხდით“.
„ნიკორა“, „პსპ“-ს და „ნატახტარი“-ს შემდეგ, პირველი გუნდია, რომელმაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.