"ენერგო-პრო"-მ პირველი ჩემპიონობა ვერცხლის ლიგაში დაუმარცხებლად იზეიმა!
ყველა სიახლე„ენერგო-პრო“ ვერცხლის ლიგის 2022/23 წწ. სეზონის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა.
„ენერგეტიკოსებმა“ ფინალურ დაპირისპირებაში “DHL“-თან 6-2 იმარჯვეს და ოქროს მედლებს პირველად დაეუფლნენ.
სანახაობრივი დასკვნითი მატჩის მერვე წუთზე „ენერგო-პრო“ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. ტაიმის მიწურულს ავტოგოლით სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. თამაშის განახლებისთანავე „ენერგეტიკოსებმა“ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და დარჩენილ დროში კომფორტული ანგარიშის დაფიქსირება. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ლობჟანიძემ და ლაშა ნინიკაშვილმა გაიფორმეს.
Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:
ლუკა გოგუაძე, ენერგო-პრო: „ძალიან გახარებული ვარ, ემოციებს ვერ ვთოკავ. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ ვიმსახურებდით სეზონში გამარჯვებას. სტარტიდან მოყოლებული ისეთი შრომა ჩავდეთ თითოეულმა ჩვენგანმა, რომ დაგვიფასდა ეს ძალისხმევა. უზომოდ ბედნიერები ვართ სულ ყველა. ვფიქრობ კარგი თამაში გამოვიდა, გახსნილი. მომენტებიც შედარებით გამოვიყენეთ, რამაც გამოიწვია ბევრი გოლის გატანა. არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიშრომებთ. ენერგო-პროს ძალიან დიდი მიზნები აქვს და ვეცდებით მათ მიღწევას“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ექვსწლიანი ასპარეზობის შემდეგ „ენერგო-პრო“-მ პირველი ჩემპიონობა ვერცხლის ლიგაში იზეიმა.