"მეამა" ბრინჯაოს ლიგაში ოქროს მედლებს დაეუფლა!

ყველა სიახლე
11 ივნისი 2023

ბრინჯაოს ლიგის 2022/23 წწ. სეზონის ჩემპიონი „მეამა“ გახდა.

შარშანდელი საკვალიფიკაციო ლიგის ფინალისტებს, „მეამა“-ს და „რუსთავის აზოტს“, შორის გამართული დაპირისპირება კვლავ „მეამა“-ს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში მეტოქე 3-0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი „მეამა“-მ ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. ოცდამეთვრამეტე წუთზე სხვაობა სამამდე გაიზარდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. გამარჯვებულმა გუნდმა კარი მშრალად ბოლომდე შეინახა და ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში თითო გოლია გოგა მამარდაშვილის, ვახტანგ დეისაძის და გიგა ესიტაშვილის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიგა ესიტაშვილი, მეამა: „ბოლო თამაშებში ფინალისთვის ვემზადებოდით. იქამდე ორ თვეზე მეტი ჩაგდებული გვქონდა. მაქსიმალურად ვეცადეთ და მოვიგეთ ფინალი. მოტივაცია, მუხტი, ყველაფერი კარგი იყო და შედეგიც დავდეთ. მთლიანი სეზონი კარგი არ იყო ჩვენთვის, ბევრი ჩავარდა გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ ფინალი კარგი გამოვიდა“.

„მეამა“-მ სადებიუტო სეზონში საკვალიფიკაციო ლიგის მოგება შეძლო, რიგით მეორე სეზონში კი ბრინჯაოს ლიგაში ოქროს მედლებს დაეუფლა.



  © SBM, 2016-2024