"შსს" სუპერლიგის ფინალში მეტოქეს ელოდება!

ყველა სიახლე
04 ივნისი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის ნახევარფინალური სერია სუპერლიგის მატჩებით გაგრძელდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო“-მ „დიპლომატ ჯორჯია“-ს 3-0 აჯობა და სუპერლიგის ფინალში მეორედ ითამაშებს. „ძალოვნებმა“ პირველი ტაიმი მეექვსე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს და მეორე ნახევარში უპირატესობა სამამდე გაზარდეს.

პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა სუპერლიგის მეორე წყვილში. „კროკობეთმა“ „ბეთლაივთან“ დამაჯერებლად იმარჯვა, ანგარიშით 4-0 და სერიაში უპირატესობა მოიპოვა. მეშვიდე წუთზე გუნდი ლევან კუჭაშვილის გოლით დაწინაურდა. „კროკოს“ მეკარემ კარი მშრალად ბოლომდე შეინახა. გიორგი კუხალაშვილმა აქტივში დუბლი მიითვალა, გუნდს გამარჯვებაში ერთი გოლით კი ლევან კოპალიანი დაეხმარა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

რევაზ ინჯგია, შსს: „დიპლომატ ჯორჯია არის ის გუნდი, რომელთანაც ყოველთვის გვაქვს დაძაბული მატჩი. პირველ შეხვედრაში მომენტები ვერც ერთმა გუნდმა გამოვიყენეთ. დღესაც ანალოგიური ხდებოდა, დაძაბული მომენტები ორივე გუნდს გვქონდა, მაგრამ ჩვენ შევძელით მათი რეალიზება. ამ კომპონენტში ვაჯობეთ მეტოქეს, სხვა მხრივ ძლიერი გუნდია. ჩვენს გუნდს და გულშემატკივარს მივულოცავ ამ შედეგს. ფინალი არის ის თამაში, რომელშიც ყველაფერი უნდა გააკეთო ჩემპიონობისთვის. რომელი გუნდიც არ უნდა იყოს, კროკობეთი თუ ბეთლაივი, ორივე ძლიერია და შესაბამისად, ლამაზი ფინალი იქნება“.

განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი „კროკობეთს“ და „ბეთლაივს“ შორის 10 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024